ქუთაისში, ნიზამის ქუჩაზე (ყოფილი აზერბაიჯანის ქუჩა) ადგილობრივები მძიმე ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ.

მათი თქმით, დაახლოებით სამი თვის წინ ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო, რის გამოც გზა აყარეს, თუმცა მას შემდეგ სამუშაოები შეჩერებულია და ტერიტორია მიტოვებულ მდგომარეობაშია დარჩენილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაზიანებულია საკანალიზაციო სისტემა, მილებია გახეთქილი და ფეკალური მასა პირდაპირ ქუჩაში მოედინება, რაც სერიოზულ სანიტარიულ საფრთხეს ქმნის.

მოსახლეობა ამბობს, რომ არაერთხელ დაუკავშირდა მერიის ცხელ ხაზს, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.

ადგილობრივები პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვენ და "ინფო იმერეთს" შესაბამის ფოტოებსაც აწვდიან.