ქუთაისის მერიის შენობის ფასადზე პატრიარქის ილია მეორის ბანერი განთავსდა.
პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოში გლოვაა გამოცხადებული, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.
პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.