ხონის მუნიციპალიტეტში ქართველი კინორეჟისორის, მსახიობისა და სცენარისტის ნანა მჭედლიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით, მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.

რეჟისორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მამა დამიანემ გადაიხადა.

ხონის მუნიციპალიტეტში დაბადებული და დაკრძალული ნანა მჭედლიძე ქართული კინოს გამორჩეული ფიგურაა. ის 10 წლის წინ, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი შემოქმედება მოიცავს ცნობილ ფილმებს: "პირველი მერცხალი“, „იმერული ესკიზები“, „დანაშაული მოხდა“, "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ და სხვა. ნანა მჭედლიძემ ასევე არაერთ ქართულ ფილმში შექმნა დაუვიწყარი კინოროლები, რომლებიც დღემდე პოპულარობით სარგებლობს.