ქალთა ფონდისოხუმისვიდეო კვლევიდან ქმედებამდე ასახავს, როგორ გადაიქცა კვლევის შედეგად გამოვლენილი საჭიროებები კონკრეტულ სამოქალაქო ინიციატივებად.

ვიდეოში ნაჩვენებია, რომ თითოეული ინიციატივა თავად ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, გამოცდილებასა და ხედვას დაეფუძნა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თემის ჩართულობას, რადგან ინიციატივები გარედან შეთავაზებული არ ყოფილა - ისინი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს ეყრდნობოდა. ეს საჭიროებები გამოიკვეთა ქალთა ფონდი „სოხუმის“ 2025 წლის ანგარიშში „რატომ მიდიან ქალები? ქალთა მიგრაციის გამომწვევი მიზეზების გენდერული განზომილება უფლებრივი მდგომარეობის, სოციალური ფაქტორებისა და ინტერსექციური მოწყვლადობის ჭრილში“.

ვიდეო გვიჩვენებს, როგორ იქცა კვლევა ქმედებად, ხოლო თემი - ცვლილების მთავარ შემოქმედად. ინიციატივების საერთო მიზანი იყო მიგრაციის შედეგების შერბილება ადგილობრივი ჩართულობით და ადამიანებზე მორგებული მხარდამჭერი გარემოს შექმნა.

მულტიმედიური მასალის ნახვა შესაძლებელია აქ - https://fsokhumi.blog/initiative3