ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატალია თურქაძე, რომელიც დირექტორმა სკოლის იმიჯის შელახვის მუხლით გაათავისუფლა, სასამართლოს მიმართა და სამართლებრივ დავას იწყებს.

სასამართლომ სარჩელი წარმოებაში უკვე მიიღო.

ახლა სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად კანონიერი იყო მისი სამსახურიდან გათავისუფლება.

მასწავლებლის გათავისუფლებას კოლეგები, მშობლები და ბავშვები უსამართლოდ აფასებენ.

ასევე მშობლები შვილებს პროტესტის ნიშნად სკოლაში რამდენიმე დღე არ უშვებდნენ.

ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატალია თურქაძე სამსახურიდან რამდენიმე კვირის წინ გაათავისუფლეს.

როგორც ნატალია თურქაძე  ამბობს, სკოლის დირექტორი მას ეთიკური ნორმების დარღვევას ედავება, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დისციპლინურ საბჭოს დარღვევა არ დაუდგენია.

საქმე ეხება ყოფილი მოსწავლეებისგან საჩუქრის მიღებას.

კერძოდ, ნატალია თურქაძის თქმით, გასულ წელს, როცა გასულ წელს მე-12 კლასელებმა 20 მაისს სკოლა დაასრულეს, მისი სადამრიგებლო კლასის კურსდამთავრებულებმა, გამოსაშვებ ბანკეტზე, რომელიც 13 ივნისს გაიმართა, სიურპრიზად გააჟღერეს, რომ ყოფილ დამრიგებელს იტალიის საგზურს აჩუქებდნენ. ნატალია თურქაძე იტალიაში, შვებულებაში ყოფნისას, 7 ივლისს გაემგზავრა.