ქუთაისში არჩევნები საარჩევნო კოდექსის დარღვევებით მიმდინარეობს.
ყველა უბანთან ე.წ. სიებიანი ქალები არიან მობილიზებული, რომლებიც ამომრჩევლების ნებას აკონტროლებენ.
"ეს არაა სიები, ეს ჩემი უბის წიგნაკია, ვინ გეკითხება შენ რა არის?!", - ამბობს საარჩევნო უბანზე მისული ქალი.
"სიებია, ჩვენც ამომრჩეველს ვაკონტროლებთ. თუ "ოცნება" გაიმარჯვებს, ფულსაც მოგვცემენ", - ამბობს კიდევ ერთი აგიტატორი.
ქუთაისში ჯამში 77 საარჩევნო უბანია გახსნილი, აქედან ერთი, სპეცუბანი ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაშია.
ქალაქში 152 939 ამომრჩეველია რეგისტრირებული.