სამტრედია-აბაშის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბაიკერები - საბა ტუღუში და შაკო ბიჭაშვილი ემსხვერპლნენ.

ემთხვევა სოფელ გაუწყინარის მონაკვეთზე 30 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს 2 მოტოციკლი შეეჯახა.

ავარიის შედეგად ერთ-ერთი ბაიკერი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.