იმერეთის 12 მუნიციპალიტეტს შორის სამტრედია პირველ ადგილზეა, სადაც საბავშვო ბაღების აღსაზრდელების რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული.

2017-2018 სასწავლო წელს სამტრედიის ბაღებში 1 935 ბავშვი იყო, 2025-2026 წელს - 1 049, კლება 46%-ია, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტს შორის ყველაზე დიდი.

საქართველოს მონაცემთა პორტალის ინფორმაციით, 2015 წელს სამტრედიაში 741 ბავშვი დაიბადა, 2025 წელს - 304.

სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა კი ჯერ კიდევ იზრდება. 10 წელიწადში (2015-2016 წლები) 6253-დან (2025-2026 წლები) 6 629-მდე.