ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელსაც სხვა სკოლაში შეხვდებიან.
სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების დრო ისევ უცნობია.
უკმაყოფილო მშობლები პერიოდულად აქციებს მართავენ.
"საშინელ მდგომარეობაში ვართ, უბნის სკოლა იმიტომ ავირჩიეთ, რომ აქვე იყო, ახლა გვატარებენ სხვა სკოლაში, სადაც ვართ შეხიზნული. ერთხელ და სამუდამოდ ხომ შეიძლება გავიგოთ, როდის დასრულდება ამ სკოლის სამუშაოები?" - ამბობს მშობელი "ინფო იმერეთთან" საუბრისას.
ქუთაისში მე-7 სკოლის მშობლები რეაბილიტაციის, ხოლო მე-4 სკოლის მშობლები დანგრეულის აშენების მოლოდინში არიან.