ზესტაფონთან დაცვის პოლიციის მანქანა მოცურდა.

"ზესტაფონში, ავტობანის ჩასასვლელთან მოხდა ეს შემთხვევა. მოსრიალებულია დაცვის პოლიციის მანქანა. მგონი ამობრუნებულიც იყო", - ამბობს თვითმხილველი.

"ინფო იმერეთს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება ადმინისტრაციული წესით დაიწყო.