ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, საავარიო სიტუაცია რომ არ შექმნილიყო, ღია საკანალიზაციო ჭაში საბურავები ჩააწყვეს.

ქალაქი "გემო ფესტსა“ და „თეატრალურ ფესტივალს“ მასპინძლობს. მუნიციპალიტეტში ათასობით ტურისტია, რომლებიც საბურავებით ამოვსებულ საკანალიზაციო ჭას ფოტოებს უღებენ.

"მანქანის დალეწვას ეს საბურავები სჯობს, მაგრამ, საერთოდ, უმჯობესია, საკანალიზაციო ჭას სახურავი ეხუროს. სირცხვილია, რაც ახლა ხდება“, - ამბობს ადგილობრივი.