პარლამენტში “ქართული ოცნების” და “გახარია საქართველოსთვის” წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე სიტყვით გამოსვლა დაასრულა.
შარაშიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნებაც“ კი არ იმსახურებს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს და დარწმუნებულია, რომ მის ამ მოსაზრებას თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც ეთანხმებიან.
აღნიშნულის შემდეგ კი ვითარება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.