ქუთაისში, ავარიის შედეგად დაშავებულ ალექსანდრე გამისონიას საზოგადოების დახმარება კვლავ ესაჭიროება.

ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ოჯახი საზოგადოებას კიდევ ერთხელ  მოუწოდებს დახმარებისა და სისხლის ჩაბარებისკენ.

"ხალხნო, გთხოვთ, დაგვეხმარეთ. ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ისევ საჭიროა ნებისმიერი ჯგუფის სისხლი“, - აცხადებენ ბავშვის ოჯახის წევრები.

ინფორმაცია დონორებისთვის:

სისხლის ჩაბარება შეგიძლიათ ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩა №85 (წყალტუბოს გადასახვევთან).
ჩაბარებისას დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: ალექსანდრე გამისონიასთვის.