23 წლის ტყიბულელმა თემო კუბლაშვილმა თბილისში, ლისის ტბაზე ახალგაზრდა დახრჩობას გადაარჩინა.

შემთხვევა 2 დღის წინ, ღამის 11 საათზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ბავშვს წყალში ბურთი გადაუვარდა და ახალგაზრდა მის გამოსატანად შევიდა, თუმცა შუა ტბაში ძალა გამოეცალა და შველას ითხოვდა.

მაშველების, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ადგილზე მისვლამდე ახალგაზრდის გადასარჩენად ტბაში თემო კუბლაშვილი გადახტა, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცს სიბნელეში მიაგნო და ნახევრად გონდაკარგული ნაპირზე გამოიყვანა.

თემო კუბლაშვილი თბილისში ქირით ცხოვრობს და რესტორანში მუშაობს.