ქურდობა ქუთაისში - ასათიანის ქუჩაზე მაღაზია გატეხეს.

მძარცველმა ობიექტზე შეღწევა მინის ჩამტვრევის შემდეგ მოახერხა. მოპარულია თამბაქო.

"ინფო იმერეთს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი.