ქუთაისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი 138 604 700 ლარით განისაზღვრა.

საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ჭიღვარიას თქმით, მიმდინარე წელთან შედარებით ბიუჯეტი 13 479 900 ლარით გაიზარდა.

"ქუთაისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გავმართეთ. განვიხილეთ ქალაქის განვითარების პრიორიტეტები და ის მიმართულებები, რომელიც 2027 წლის ბიუჯეტში არის გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელთან შედარებით ბიუჯეტი 13 479 900 ლარით გაიზარდა და 138 604 700 ლარს შეადგენს. გაზრდილი ბიუჯეტი კი ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პროექტს, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარებაზე არის ორიენტირებული.

ბიუჯეტის პროექტი კანონის შესაბამისად საკრებულოში განსახილველად 13 ნოემბერს შემოვიდა. საჯარო განხილვის პარალელურად მიმდინარეობს კომისიური მუშაობა, მომზადებული შენიშვნები კი აღმასრულებელს 25 ნოემბერს გადაეგზავნება.ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს ქუთაისის საკრებულო რიგით მე-15 სხდომაზე დაამტკიცებს", - აცხადებს გიორგი ჭიღვარია.