ჭიათურაში შობადობა წლიდან წლამდე მცირდება.
ჭიათურაში ბოლო წლების განმავლობაში შობადობა 55%-ით შემცირდა.
2015 წლის მონაცემებით მუნიციპალიტეტში 704 ბავშვი დაიბადა, 2025 წლის მონაცემებით კი - 314.
საქართველოს მონაცემთა პორტალის ინფორმაციით, სკოლებში მოსწავლეების რაოდენობაც მცირდება.
2005 წელს მოსწავლეების რაოდენობა 7 672 იყო, 2015 წელს - 5 293, 2025 წელს - 4 972, რაც 2005 წელთან შედარებით 35%-ით ნაკლებია.
სკოლების რაოდენობა 51-დან 44-მდე შემცირდა.