რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ხარაგაულთან ავტომობილი რკინის ჯებირს დაეჯახა.  

თვითმხილეველების ინფორმაციით, მძღოლი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

"ინფო იმერეთს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.