2026 წლის იანვარ-სექტემბერში იმერეთის რეგიონში გაჩერებისა და დგომის წესების დარღვევის 57 234 ფაქტი დაფიქსირდა. ამ მაჩვენებლით იმერეთი საქართველოს მასშტაბით, თბილისისა და აჭარის შემდეგ, მესამე ადგილს იკავებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 9 თვეში ქვეყნის მასშტაბით სულ 885 565 სამართალდარღვევა აღირიცხა. რეგიონული გადანაწილება კი ასე გამოიყურება:
თბილისი - 653 587 შემთხვევა (მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 74%);
აჭარა - 64 435 შემთხვევა;
იმერეთი - 57 234 შემთხვევა;
ქვემო ქართლი - 37 462 შემთხვევა.
უწყების განმარტებით, აღნიშნული კატეგორია აერთიანებს როგორც ამკრძალავი ნიშნების („გაჩერება აკრძალულია“ და "დგომა აკრძალულია“) მოთხოვნების უგულებელყოფას, ისე პარკირების სხვა წესების დარღვევას.