ბაღდათში შობადობა წლიდან წლამდე მცირდება, განქორწინებების რაოდენობა კი იმატებს.
საქართველოს მონაცემთა პორტალის ინფორმაციით, 2015 წელს ბაღდათში 168 ქორწინება დარეგისტრირდა, 2025 წელს კი - 112, განქორწინება კი 55-დან 88-მდე გაიზარდა.
2015 წელს ყოველ 100 ქორწინებაზე 33 განქორწინება მოდიოდა, 2025 წელს კი -79.
რაც შეეხება შობადობას, ის 353-დან 147-მდე შემცირდა, 58%-ით, მთელ იმერეთში - 50%-ით, საქართველოში - 36%-ით.