საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის პოლკოვნიკი ლაშა თავაძე დაინიშნა.

ლაშა თავაძეს სისტემაში მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. 

ამ დრომდე ლაშა თავაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.