ქუთაისში, კარფურის წინ, შარტავას პირველ ნომერში, მრავალსართულიანი კორპუსის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშა მესამე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა.
ადგილობრივების თქმით, ყვირილის ხმაზე გარეთ გამოსულებს უგუნოდ მყოფი მამაკაცი დახვდათ, რომლის დახმარებაც მოქალაქეებმა სცადეს, თუმცა ის ადგილზე დაიღუპა.
"საშინელება დატრიალდა, ადგილზე დაიღუპა მუშა, როგორც ამბობენ უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო, ჩაფხუტიც არ ეხურა", - ამბობენ "ინფო იმერეთთან" საუბრისას თვითმხილველები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერიის დაკვეთით მიმდინარეობს.
"ინფო იმერეთს" შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.