სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში, სოფელ სიქთავრაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რომ ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე და ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით აწარმოებდა.

გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.