ქუთაისში პესტიციდების და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, შპს "ალგო 2014“ და ინდივიდუალური მეწარმის ობიექტები შეამოწმეს.
"ბიზნესოპერატორები, აგროქიმიკატების რეალიზაციას, რეგისტრაციისა და სააგენტოსგან მინიჭებული აღიარების გარეშე ახდენდნენ. კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტები დაჯარიმდნენ და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე აგროქიმიკატებით ვაჭრობა აეკრძალათ".