რამდენი, მაპატიეთ და დეგენერატი რას იტყვის, მე მისი აზრი რაში მაინტერესებს. თუ ეკლესია ჩათვლის საჭიროდ, მიაქცევს ყურადღებას, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჟურნალისტებმა ეკლესიას უნდა აცადოს.
"რამდენი, მაპატიეთ და დეგენერატი რას იტყვის, მე მისი აზრი რაში მაინტერესებს. რომელ მართლმადიდებელში, რომელ ქართველში წაშლის ირანის ელჩის განცხადება... მაგრამ თქვენ სად გატრენინგებენ, რომ პროვოკაციას ცეცხლი წაუკიდოთ?!
თუ ეკლესია ჩათვლის საჭიროდ, მიაქცევს ყურადღებას. შენ ჩემი ზედამხედველი არ ხარ, მე რომ კითხვები მისვა. ახლა გამოვიდე და მე გაბრაზებულმა უნდა შევაგინო ირანის ელჩს, ის ჩვენ შეგვაგინებს, მერე გამოხვალთ თქვენ... გვაცალეთ, ჩემო კარგო", - განაცხადა მეუფე ანტონ ბულუხიამ.
საქართველოში ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს - „მალე მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს. წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე. შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს“.