ქუთაისში, მე-13 სკოლასთან, ე.წ. ზებრა გადასასვლელზე ბავშვს ავტომობილი დაეჯახა.
ბავშვის დედამ "ინფო იმერეთს" განუცხადა, რომ მოზარდი ქუთაისში საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მოზარდს ფეხი აქვს ნაღრძობი.
"ზებრაზე ხომ შეიძლება მანქანებმა რომ გააჩერონ. დღეს მე გადავრჩი გამიმართლა და ჩემი შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ხვალ შეიძლება სხვა გაუბედურდეს. აუცილებელია მანქანებმა ზებრაზე გააჩერონ", - ამბობს მშობელი "ინფო იმერეთთან" საუბრისას.