უმუშევრობა, სიღარიბე და სამუშაო ადგილების არარსებობა - ამ საკითხებს ასახელებენ ქუთაისელები იმ მიზეზებად, რის გამოც მათი თანაქალაქელები აღნიშნული მუნიციპალიტეტიდან მიდიან.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის მოსახლეობის რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო იმერეთმა" ქუთაისის ქუჩებში ადგილობრივები გამოკითხა. რესპონდენტთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ქალაქის დატოვების მთავარი მიზეზი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია.