ქუთაისელი ექიმი გულიკო ბენაშვილი კოლეგას გიორგი ჩახუნაშვილს სოლიდარობას უცხადებს.
ბენაშვილმა ცნობილი პედიატრის დაპატიმრება გააპროტესტა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
"ჩვენ, ექიმებს, ადამიანების ტკივილების გაზიარება და ერთმანეთის მხარდამხარ დგომა, ჩვენმა პროფესიამ გვასწავლა. დღეს სოლიდარობა ერთი ადამიანის მიმართ მინდა გამოვხატო - ეს ადამიანი არის ჩვენი სახელოვანი პედიატრი, ექიმი, პროფესორი, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი. კოლეგის გვერდით დგომა, ეს არის ჩვენი პროფესიული ღირსება. მე როგორც ექიმი, მოქალაქე, ვუცხადებ სოლიდარობას ამ იშვიათ ადამიანს, რომელიც არის ჰუმანურობის განსახიერება, ნამდვილი ექიმი, მზრუნველი პედიატრი. სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს, სოლიდარობა გიორგი ჩახუნაშვილს", - აცხადებს ექიმი გულიკო ბენაშვილი.
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს ე.წ. სასახლის ღობის საქმეზე თავისუფლების 5 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.