ქუთაისის ქუჩებში მოძრაობა ქვეითებისთვის განსაკუთრებით რთულია წვიმიან ან ნაწვიმარ ამინდში.
ქალაქში არსებული ძველი ან ახლად რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა, ძირითად შემთხვევაში, წვიმიან ამინდში გათვლილი არ არის.

წყალი დგება როგორც ტროტუარებზე, ქვაფენილზე, ასევე საავტომობილო გზაზე.
ფოტოებს სამოქალაქო აქტივისტი ვალერი ფესტვენიძე ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ ზებრა გადასასვლელის ნაწილი წყლით არის დაფარული, ხოლო მასზე თავისუფლად გადავლა მხოლოდ ფეხსაცმლის დასველების შედეგად არის შესაძლებელი.