ილია სულამანიძემ ტოკიოს გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიურმა ვიცე-ჩემპიონმა ნახევარფინალში მსოფლიოს ჩემპიონს, რუს მატვეი კანიკოვსკის სძლია და ოქროს მედლისთვის იაპონელ დოტა არაის დაუპირისპირდა.

მიმდინარე შეჯიბრზე, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა.