ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში "ქუთაისი 2010"-მა "ბათუმი" დაამარცხა.
საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალური ეტაპი „თბილისი არენაზე“ დიდი ვნებათაღელვით დაიწყო.
"ბათუმმა" ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო "საშინაო“ შეხვედრა დედაქალაქში გამართა და უმძიმეს ბრძოლაში ქუთაისთან დათმო - 70:76.
ქუთაისის გამარჯვებაში ლომის წილი დიდო დეტრიკ ბრაუნინგმა, რომელმაც 25 ქულა დააგროვა, 16 ქულა კახა ჯინჭარაძის ანგარიშზე დაგროვდა, ჯავიონ ოგუნიემიმ გუნდს 6 ქულა და 13 მოხსნა შესძინა. ბათუმში 22 ქულით და 15 მოხსნით საუკეთესო იყო მაირინ ტომასი. გიორგი ოჩხიკიძემ 16 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.
ქუთაისი სერიაში 1:0 დაწინაურდა.
მომდევნო შეხვედრა კვლავ „თბილისი არენაზე“ გაიმართება, სადაც ბათუმს რეაბილიტაციისთვის მაქსიმალური მობილიზება დასჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კოტე ტუღუშის გუნდი ფინალისკენ გიგანტურ ნაბიჯს გადადგამს.