თერჯოლელი სამბისტი ნიკა ბრეგვაძე საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 21-წლამდელთა (U21) ასაკობრივ კატეგორიაში მესამე ადგილის მფლობელი და ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა.

ნიკა ბრეგვაძემ აღნიშნულ წარმატებას 71 კგ წონით კატეგორიაში მიაღწია.

მსოფლიო პირველობა გაიმართა 2026 წლის 2-4 ოქტომბერს.

სამბოს ეროვნული U18-U21 ნაკრებები გუნდები სალონიკიდან საქართველოში 5 ოქტომბერს, 01:00 საათზე დაბრუნდება.