ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ჭიღვარიას ხელფასი 810 ლარით იზრდება და 10 410 ლარი ხდება.
2027 წლის იანვრიდან თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურება კიდევ გაიზრდება. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ცვლილება როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალჩინოსნებს შეეხებათ.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტების მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების ხელფასები 810 ლარით იმატებს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს 2026 წელს გამოწერით 7360 ლარი ერიცხება და ხელზე 5740 ლარს იღებს.