ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი თევდორაძე სოციალურ ქსელში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თევდორაძის თქმით, არჩევნები ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა, რომელშიც ზოგიერთი პოლიტიკოსი მხოლოდ დეკორაციის როლს ასრულებდა.

მისი შეფასებით, ეს პოლიტიკოსები ახლა ცდილობენ, საკუთარი წარსული შეცდომები 4 ოქტომბრის მოვლენების დემონიზებით და ოპოზიციასთან ბრძოლით გაამართლონ, რაც, თევდორაძის აზრით, ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო ამძაფრებს.

"ერთ დროს "ნაციონალური მოძრაობის" სიით გასული სუბიექტი, ახლა რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ჯვაროსნული ომისთვის ემზადება, ეგაა "პლინტუს" ქვემოთ მორალი და ასეთი უპრინციპოების პოლიტიკა კვებავს რუსეთს აქ“, – წერს თევდორაძე.

მისი თქმით, სწორედ ასეთი უპრინციპო პოლიტიკა აძლიერებს რუსულ გავლენებს საქართველოში და ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.