პირველ ადგილზე ვართ ევროპაში გასული 5 წლის მანძილზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საშუალო წლიური მაჩვენებელი 5 წლის განმავლობაში იყო 9.3%.
"ამას განაპირობებს სწორი კანონმდებლობა, რომელიც გვაქვს ეკონომიკის სფეროში ჩამოყალიბებული და რომელიც ძალიან კარგად მუშაობს, ასევე, ძალიან სწორი პრაქტიკა, რომელიც არის დამკვიდრებული, სწორი მენეჯმენტი“, - განაცხადა კობახიძემ.