მე მგონი, მას თავისი მოქმედი სასჯელი არ აკმაყოფილებს, გამოდის ახალი დანაშაულებრივი განცხადებებით, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი არასერიოზულია.

"აბსოლუტურად არასერიოზულია ეს განცხადებები, მას არაერთი ასეთი განცხადება გაუკეთებია წლების განმავლობაში, 2012 წლიდან მოყოლებული, თუმცა ყოველ ჯერზე მისი განცხადებები დარჩა ცარიელ განცხადებებად და ასე გაგრძელდება ბუნებრივია მომავალშიც. სააკაშვილი არ არის საერთოდ ფიგურა ქართულ პოლიტიკაში, ეს მე მგონი ყველასთვის სრულიად ცხადია“, - განაცხადა კობახიძემ.