საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სალომე ზურაბიშვილს მიმართა.

"მინდა ვუთხრა, სალომე ზურაბიშვილს, ერთი სიტყვით მაინც ეთქვა იმაზე, რომ მისი წარსული პოზიციები იყო ღრმად მცდარი, მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2007 წელს რუსეთმა დაბომბა ჩვენი საჰაერო დაცვის სისტემა ქართლის ერთ-ერთ სოფელში. რომ ვერ მოარტყა სისტემას, სისტემა დროზე გავთიშეთ, ერთ-ერთ კარ-მიდამოს დაეცა რუსული ბომბი.

ამიტომ, ქალბატონო სალომე, მე თქვენს მიმართ არ ვარ ცუდად განწყობილი,  რადგან ყველა ადამიანი ბრძოლაში მნიშვნელოვანია, ვინც მით უმეტეს, იმ სიბნელიდან აქეთ გადმოვიდა, მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა, ერთი სიტყვით მაინც გეთქვათ იმაზე, რომ თქვენი მაშინდელი პოზიციები იყო მცდარი და აგეხსნათ ერთი-ორი სიტყვით, მე არ ვითხოვ, რომ ბოდიში მოგეხადათ, ეს თქვენი სინდისის საკითხია", - განაცხადა სააკაშვილმა.