მე ახლაც ისეთ მღელვარებაში ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა სინოდის სხდომის წინ განაცხადა.
მისივე თქმით, მისთვის რთული ასარჩევია ერთ-ერთი საუკეთესო, როცა ძმებიდან ბევრს აქვს დადებითი თვისება.
"მე ახლაც ისეთ მღელვარებაში ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, როცა ძმათა შორის ყველას აქვს რაღაც ისეთი თვისება, რომელიც არის დადებითი. ჟიურისთვის როგორც არის, როდესაც ორ საუკეთესო ადამიანს უყურებს, ახლა ვხვდები, რა ძნელია მისთვის არჩევანის გაკეთება", - განაცხადა მეუფე ანტონმა.
სინოდის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კანდიდატებს შეარჩევენ და დაასახელებენ.