მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა, აღფრთოვანება და სიყვარული ქუთაისელების მიმართ, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდასაჭერი სოლიდარობის აქციის გამო!, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.

"ძალიან მნიშვნელოვანი, სიმართლის, სიკეთის და დიდი ძალის მატარებელი იყო ეს აქცია! ხშირად Facebook-ის ქარიშხლები, პირადი კინკლაობები, მთავარის დანახვაში გვიშლის ხელს. ქუთაისის აქცია კი იყო ის მაგალითი, რომელიც მაქსიმალურად გვჭირდება ახლა! ალიანსს მოკითხვაც დავაბარე თქვენთან!

შეგახსენებთ, რომ დღეს, 17:00 საათზე, კანცელარიასთან დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდასაჭერი აქციაა! რუსთავის ქალთა ციხე", - წერს ხოშტარია.