ბათუმის „დინამომ“ საშინაო არენაზე ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და 0:3 დამარცხდა.
"ტორპედო“ 44-ე წუთზე ლამაზი გოლით დიეგო დეისაძემ დააწინაურა, სტუმართა უპირატესობა მატეო შიმიჩმა (56) და ლადო მამუჩაშვილმა (65) გაზარდეს.
ორი საგოლე გადაცემა გიორგი არაბიძემ შეასრულა.
ეროვნულ ლიგაში "გაგრამ“ "დავით პეტრიაშვილი არენაზე“ ტყიბულის „მეშახტეს“ უმასპინძლა და ფრედ ითამაშა – 1:1. ანგარიში 24-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა ცოტნე ფაცაციამ გახსნა. „გაგრამ“ ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს უკრაინელი ლეგიონერის ილია სკრიპნიკის თავური დარტყმით გაათანაბრა.
ამ მატჩებით ეროვნულ ლიგაში პირველი წრე დასრულდა.