ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან ერთად საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო-შემეცნებით ფესტივალს მართავს.

აბიტურიენტებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის და დაინტერესებული საზოგადოებისთვის ილიას განათლების ფესტივალი 2026 საქართველოს 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება.

ქუთაისში ღონისძიება 1 მაისს, 15:00 საათზე თეატრ "ლიანდაგში“ გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

"თუ გაინტერესებს, როგორ აირჩიო მომავალი პროფესია, გაიგო როგორია საუნივერსიტეტო ცხოვრება, დაესწარი შეხვედრებს. ილიაუნის პროფესორები და მოწვეული სტუმრები გაგიზიარებენ საინტერესო რჩევებს და გამოცდილებას", - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

15 ივნისიდან ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებები თბილისში გაიმართება.