"პროგრესის" საგანმანათლებლო ქსელი აფართოებს მოქმედების არეალს და ქუთაისში ახალ, ინოვაციურ კამპუსს წარადგენს. პროექტი სპეციალურად ადრეული და დაწყებითი განათლების საფეხურებისთვის შეიქმნა, სადაც ამერიკული სტანდარტები და თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგია ერთიანდება.

ახალი კამპუსი უზრუნველყოფს უწყვეტ საგანმანათლებლო ციკლს - ბაღიდან დაწყებითი სკოლის ჩათვლით. სასწავლო პროცესი ინგლისურენოვან გარემოში მიმდინარეობს, რაც ბავშვებს უკვე პირველი საფეხურებიდან ამზადებს გლობალური კონკურენტუნარიანობისთვის.

4-სართულიანი თანამედროვე შენობა 600-მდე მოსწავლეზეა გათვლილი და მოიცავს ნათელ, ერგონომიულ საკლასო ოთახებს, ასაკობრივად სპეციალიზებულ ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას, შემოქმედებით სახელოსნოებს, სასცენო-სააქტო დარბაზს, კაფეტერიას, შიდა და გარე სპორტულ სივრცეებს, სარეკრეაციო ზონებსა და შიდა ეზოს, რომელიც სრულად მორგებულია ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ განვითარებაზე.

მიღება უკვე დაწყებულია, ადგილები შეზღუდულია, დარჩენილია მხოლოდ 200 ადგილი.

დაინტერესებულ მშობლებს შესაძლებლობა აქვთ სარეზერვო რეგისტრაცია გაიარონ ბმულზე: https://forms.gle/VqHZPkAhCVWrCkQq8