"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ლევან მეშველიანის გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

"თბილისში ასეთი რაღაცები არ ხდება, როგორც ჩანს, რეგიონებში კიდევ შესაძლებელია", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სამტრედიის სასამართლომ ცოტნე მირცხულავას და გაბრიელ კობაიძისთვის 3000-3000-ლარიანი გირაოს შეფარდებაზე პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ისინი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან მეშველიანმა მიიღო.

მომდევნო პროცესი 1 ოქტომბერს ჩაინიშნა.