ნიკა მელიაზე თავდამსხმელზე ძალადობაში ბრალდებული ცოტნე მირცხულავა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე გაათავისუფლა.

"მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რაც ითვალისწინებდა 3 000 ლარს. აღკვეთში არ დატოვა არაფერი, შემდეგი პროცესი გაგრძელდება პირველ ოქტომბერს. არ არსებობდა მოცემულობა, რასაც მედავებოდნენ, მედავებოდნენ საკუთარი საარჩევნო კამპანიის ხელშეშლას, თუმცა საარჩევნო კამპანია 2 კვირის შემდეგ დაიწყო პრეზიდენტის განკარგულებით", - განაცხადა ცოტნე მირცხულავამ "მთავართან" საუბარში.

მირცხულავას პროკურატურა 2024 წელს ნიკა მელიაზე თავდამსხმელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავება. პოლიტიკოსზე თავდამსხმელ საბა ნიკოლეიშვილს, ცოტნე მირცხულავას და მელიას დაცვის წევრს - გაბრიელ კობაიძეს ბრალი ერთი მუხლით წარუდგინა. მათ წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ედავებიან, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან თავისუფლების 2 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.