სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილს და დავით სტურუას თავისუფლების 5-5 წლით აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ექიმი გოგი ჩახუნაშვილი და ია დარახველიძე საქმის განხილვის პერიოდში გირაოს სანაცვლოდ იყვნენ გათავისუფლებულები. მათი პატიმრობა დაკავების დღიდან აითვლება. გირაოს თანხა უკან დაუბრუნდებათ.
ექიმი გოგი ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.