ქუთაისის ახლოს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოწამეთაში, ერთ-ერთ რესტორანში შუფუტინსკის სიმღერების გამო დაწყებულ დაპირისპირებაში მონაწილე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის ლუკა კუბლაშვილის ადვოკატის განმარტებით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სუფრაზე არ იმყოფებოდა და მხოლოდ გაშველებაში მონაწილეობდა.

უფლებადამცველი დავით ბრეგაძე აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს სერჟანტი ბრალდებას არ ეთანხმება და დუმილის უფლებას იყენებს.

ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების განსახილველად ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი სავარაუდოდ, დღეს ჩაინიშნება.