ქუთაისში, დავითისა და კონსტანტინეს ქუჩაზე მოსახლეობა გაუმართავ საავტომობილო ინფრასტრუქტურაზე საუბრობს.
ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე საავტომობილო გზა ისედაც ვიწრო და ორმხრივია, ადგილზე არსებული ორმოები კი საავარიო სიტუაციებს ქმნის.
"ისეთი ვიწროა გზა, რომ მანქანები ერთმანეთს გვერდს ძლივს უვლიან. ეს ორმო კი დამატებით პრობლემად იქცა. ორ თვეზე მეტია ასეა და არავინ ფიქრობს მის ამოვსებაზე. ავარიები კი ერთმანეთის მიყოლებით ხდება“, – ამბობს ადგილობრივი.
ქუთაისელების თქმით, ქალაქის თითქმის ყველა ქუჩაზე ანალოგიური პრობლემებია.