სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო. განსაკუთრებით, როცა ოჯახს, შვილებს, მეუღლეს შორდები, თქვენ ყველას, მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერი და დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, იმედიანად არის და განწყობაც შემართებითი აქვს.
“მინდა, მადლობით დავიწყო - დიდი მადლობა ყველას, ვისგანაც ბევრ წერილს ვიღებდი. მადლობა ყველას, რომ გახსოვდით. მადლობა განსაკუთრებით ემიგრანტებს, უცხოეთიდანაც ბევრ წერილს ვიღებდი. იმედი მაქვს, რომ ყველას გიპასუხეთ. მინდა საოცარი პატივისცემა გამოვხატო სინდისის პატიმრების, რეჟიმის ყველა პატიმრის მიმართ. ის საოცარი სიმტკიცე, თავისუფლება, რომელსაც ციხიდან ასხივებენ, გვაძლიერებს ყველას. დიდი მადლობა მათ მშობლებს, დედებს, საოცარი ბრძოლის ჟინი მოდის. ყოველდღე რომ ჩართავ ტელევიზორს, ციხეში მყარად ხარ და ძლიერად ხარ. რუსთაველის პროტესტის ყველა მონაწილეს, ყველა აქტიურ ადამიანს, ყველა მებრძოლ პატრიოტს. ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და გვინდა, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში, ვიყოთ ძლიერები, ძლიერთა შორის. ვიყოთ განვითარების ავანგარდში.
სიმართლე გითხრათ, 7 თვე რთული იყო. განსაკუთრებით, როცა ოჯახს, შვილებს, მეუღლეს შორდები, თქვენ ყველას, მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერი და დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია.
ძალიან შემართებით ვართ, ოპტიმისტურად განწყობილი. ემოცია, რა თქმა უნდა, მაქვს. ამდენი ადამიანი, გულშემატკივარია. მინდა მივესალმო საქართველოს. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში. ქვეყანაში, რომელიც წინ მიდის, არის განვითარებულ ქვეყნებს შორის, არის ევროკავშირის ღირსეული წევრი, წარმოდგენილია საერთაშორისო ასპარეზზე, ბედნიერად ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში, მინდა, რომ საპატიმროში არავინ არასდროს აღარ იყოს. ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ადამიანებს არ დაიჭერენ იმისთვის, რომ უბრალოდ განსხვავებული აზრი აქვს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.