ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების, მათ შორის ოქროს ზოდების და ვერცხლის მონეტების შემოტანის 5 ფაქტი აღიკვეთა.

საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, ამოღებული არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 93 364.35 ლარი შეადგინა.

დარღვევის ფაქტებზე საქართველოსა და უცხოეთის ორი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო სამი მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საერთო ჯამში 25 761 ლარით დაჯარიმდა.