თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში პედაგოგმა 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.
"ინფო იმერეთს" მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები უყვებიან, რომ მასწავლებელმა მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედება სკოლაში ჩაიდინა.
"ინფო იმერეთი" დეტალების გასარკვევად შსს-ს დილით დაუკავშირდა, რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ კი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ მასწავლებელი დაკავებულია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.